რეზონანსი
05.03.2025

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა,  გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სომხეთის სასაზღვროს ზოლის გავლით გადაკვეთა.

"ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რა წერია პროკურატურის მასალებში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გადაიგზავნა.

შსს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა, თუმცა საქმის მასალებში ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმციით, საუბარი არ არის, როგორ აღმოჩნდა, პასპორტჩამორთმეული ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტოტიაზე.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.

ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

წყარო: tvpirveli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×