რეზონანსი
05.03.2025

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მას ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე წარედგინა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა". ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×