რეზონანსი
05.03.2025

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხე­და­რი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 24 წლის გიგი ზა­რან­დია, რო­მელ­საც მე­უღ­ლე დარ­ჩა.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­რან­დი­ას ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მე­უღ­ლე და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­და. მისი მე­გო­ბა­რი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა სა­ჭეს­თან ყოფ­ნი­სას გა­ი­თი­შა.

„ხობ­ში ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ მე და გიგი. ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ვი­და, სკო­ლა იქ და­ამ­თავ­რა, იქ ის­წავ­ლა და მუ­შა­ობ­და. ამ დი­ლას ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ. გიგი 24 წლის იყო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და, მე­უღ­ლე სამი თვის ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე ჰყავს.

ორი წლის უკან შე­ემ­თხვა ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რია, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ახლა გა­ი­თი­შა მარ­თვის დროს სა­ჭეს­თან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბიჭი იყო.

თვით­მკვლე­ლო­ბას გა­მოვ­რი­ცხავ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, რომ თავი მო­ეკ­ლა. ოთხი-ხუთი თვის წინ და­ო­ჯახ­და, ათ დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ. რე­მონ­ტი ჰქონ­დათ სახ­ლში და­ამ­თავ­რეს, სი­მამრს ელო­დე­ბოდ­ნენ, შა­ბათს უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. გი­გის 22 წლის ძმა ჰყავს და პა­ტა­რე­ბი კი­დევ გოგო და ბიჭი. ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი ჰყავს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი. ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ყვე­ლა. ბე­ბია ემიგ­რან­ტი ჰყავს", - განუცხდა "ამბებს" გარდაცვლილის მეგობარმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×