რეზონანსი
04.03.2025

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა აშშ-მა განაახლოს დახმარების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინული ჯარები ძალიან გაბედულად იბრძვიან, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ ეტაპზე, როდესაც ვერც ევროპა, ვერც შეერთებული შტატები და ვერც უკრაინელები უსასრულოდ ვერ გააგრძელებენ ამ ომს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„და პრეზიდენტი ცდილობს ძალიან მკაფიო გზავნილის გაგზავნას: უკრაინელები უნდა დაჯდნენ [მოლაპარაკების მაგიდასთან] და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან წიაღისეულთან დაკავშირებით გარიგების შესახებ", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×