რეზონანსი
04.03.2025

 პარლამენტმა პირველი მოსმენით “სამშობლოს ღალატის“, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი,"“მაუწყებლობის შესახებ“  სამი კანონპროექტი მიიღო 

 "სამშობლოს ღალატის" კანონპოექტის, ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტში მოცემული "სამშობლოს ღალატის" ფორმულირება ზუსტ შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთივე ბერკეტები ჰქონდეს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. გორდულაძემ პარლამენტში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს.

"როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.

ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×