რეზონანსი
04.03.2025

 სროლა ნინოშვილის ქუჩაზე - ახალგაზრდა კაცის აყვანის სპეცოპერაცია 29-ე საჯარო სკოლასთან რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგეს. ჯერ უცნობია ვინ ისროდა. არ არის გამორიცხული, ეს პოლიციის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა ყოფილიყო.

იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა კაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, პოლიციამ მას გზა გადაუკეტეს, რამაც რამდენიმე ავტომობილის შეჯახება გამოიწვია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზიბულია კრიმინალური პოლიცია. სროლა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დაიწყო, როდესაც სასწავლებელს მოზარდები ტოვებდნენ. ახალგაზრდა დაკავებულია. "პირველების" ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციელებიც, რომლებიც აყვანის სპეცოპერაციაში მონაწილოებდნენ. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×