რეზონანსი
04.03.2025

დეპუტატი, სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების რეგულირების იდეით გამოდის. მან თქვა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიასა და რადიოში.

"დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ბეჭდვითი მედია... სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად", - თქვა სუბარმა.

ეს განცხადება მან მედიის შემზღუდავი კანონპროექტის განხილვაზე გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×