რეზონანსი
04.03.2025

თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა მას შემ­დეგ იპო­ვეს, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვრი­დან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

"ბი­ჭია გარ­დაც­ვლი­ლი. რო­გორც და­ვი­ნა­ხე ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ერთი მა­მა­კა­ცი იჯდა. სიჩ­ქა­რეს ზუს­ტად მა­შინ აუჩ­ქა­რა, როცა ხიდს მი­უ­ახ­ლოვ­და... ახლა მო­ვიდ­ნენ მისი ახ­ლობ­ლე­ბი, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა" - გვიყ­ვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×