რეზონანსი
04.03.2025

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ოზურგეთის მერი შეხვდა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მთავრობის ინიციატივა გააცნეს.

დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს. მათ კი, ვინც  საცხოვრებელი დაკარგა, ალტერნატივით უზრუნველყოფენ - გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. დაზიანებული სახლების აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყება. დიდთოვლობის ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

"მოსახლეობას გავაცანით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აღწერს იმ სტიქიიდან მიყენებულ ზარალს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიადგა. ჩვენ ვხედავთ, რომ დაინგრა სახლები ძალიან ბევრ ლოკაციაზე, სახლები დაზიანდა. აღნიშნულ სახლებს აუცილებლად მთავრობა აღადგენს და იმ სახლებს, რომლებსაც მხოლოდ სახურავი აქვთ დაზიანებული, დაეხმარება სახურავების აღდგენაში", - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×