
აშშ აჩერებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გადაწყვეტს, რომ უკრაინა კეთილსინდისიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი ერთგულებას ავლენს. ინფორმაციას ამის აშშ-ის ყველა წამყვანი საინფორმაიო სააგენტო ავრცელებს.
„პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს, რომ ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც იყვნენ ამ მიზნისადმი ერთგულნი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის ხელს უწყობს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.