რეზონანსი
03.03.2025

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სპორტსმენს სპორტული ტიტული ჩამოართვა. მათ შორისაა თბილისის მერი, კიევის დინამოს ყოფილი მცველი კახა კალაძეც. რომელსაც "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის“ წოდება ჩამოერთვა.

ამასთან ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს ჩამოერთვათ "უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატის" და "უკრაინის სპორტის ოსტატის" ტიტულები.

სრული სია სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თბილისის მერი უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშიცაა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით  კახა კალაძეს კიევში 2 ბინა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×