რეზონანსი
03.03.2025

ისრაელის ქალაქ ხაიფაში დანით თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ AP News ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, დაღუპულია 60 წლის კაცი, დაჭრილებს შორის კი არასრულწლოვანია. თავად თავდამსხმელი კი, ლიკვიდირებულია.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ, მომხდარს განიხილავენ, როგორც „ბოევიკების“ თავდასხმას.

„თავდამსხმელი, რომელიც ისრაელის არაბი მოქალაქეა, ქვეყანაში ახალი დაბრუნებული იყო მას შემდეგ, რაც გარკვეული დროით საზღვარგარეთ იმყოფებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც AP News აღნიშნავს, „ჰამასს“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×