რეზონანსი
02.03.2025

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამასთან, საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა.

მატჩის ორივე ნახევარი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა. კერძოდ, პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 29:0 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები" ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კი კვლავ თბილისში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×