რეზონანსი
02.03.2025

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი კიევთან ერთად იმუშავებენ სამშვიდობო გეგმაზე და მას აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წარუდგენენ. შესაბამისი განცხადება სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი საუბრებით აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან ერთად, იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლების შეჩერების გეგმაზე და შემდეგ ამას შეერთებულ შტატებთან განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×