რეზონანსი
02.03.2025

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ის დღეს ლონდონის სამიტზე აპირებს, ევროპელ ლიდერებს მოუწოდოს, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიერონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელორუსის საზღვარზე," - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა ლონდონში გაფრენამდე.

ასევე, ტუსკმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის  წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×