რეზონანსი
02.03.2025

ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე უკრაინელი ინჟინრების მაღალი გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების გამო.

ლიეტუვაში, უახლოეს კვირებში ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები გაიმართება, რათა განიხილონ შეთანხმების იმპლემენტაცია და შემდგომი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×