რეზონანსი
02.03.2025

აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში, - განუცხადა „ქრონიკას“ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

„გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე გზები გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგიც საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და გამოწვევა, როგორიცაა გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტების, თუ მედიკამენტების მიმართულებით, ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული იქნება.

სიტუაციაში ჩართულია როგორც მერიის სამსახურები, ისე სამაშველო და სამხედრო ძალები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამსახურს, რომელიც მუნიციპალიტეტს გვერდში უდგას“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×