რეზონანსი
02.03.2025

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

„როგორც დედაქალაქის ცენტრალურ, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე უხვი ნალექი მოვიდა, რის გამოც მთელი ქალაქის მასშტაბით, დედაქალაქის მერია გზებს ტექნიკური მარილით ამუშავებს და წმენდს“, - განაცხადა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ თბილისის მერთან საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×