რეზონანსი
01.03.2025

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დევნილი მოსახლეობა შეშით უზრუნველყვეს.

აღნიშნული დაპირება ლევან მგალობლიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირების დროს გასცა.

ამ დროისთვის ფოცხოეწერში მცხოვრები ყველა ოჯახი შეშით უზრუნველყოფილია.

მისივე ინიციატივით, დროებით დევნილ მოსახლეობას საჭიროების შესაბამისად უკვე დაურიგდა საკვები პროდუქტები. ადგილზე არსებული სხვა გამოწვევების შესახებ რეაგირება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×