რეზონანსი
01.03.2025

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, სადაც შაბათს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63%-ი შეადგინა. "ეხო კავკაზას" ცნობით, ხმა 90 ათასმა ადამიანმა მისცა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები აფხაზეთში შედგა, რადგან საჭიროა, რომ მასში არა უმეტეს ამომრჩეველთა 25%-მა მიიღოს. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასი ადამიანის მონაცემებია შეტანილი.

1 მარტს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური იმართება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატია-ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.

2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×