რეზონანსი
01.03.2025

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხილებას განაგრძობს. ჯო როგანის პოდკასტში საუბროსას მასკმა „ენჯეოებს" ჯოჯოხეთი, ფულის დაზგა და ყველა დროის ყველაზე დიდი თაღლითური სქემა უწოდა.

„USAID-ი დახმარება არ არის. „ენჯეოები" ჯოჯოხეთია. ისეთ რამეებს აკეთებენ, რაც სამთავრობო რომ იყვნენ, უკანონო იქნება. ისინი მარტივი იდეებით და თაღლითური სქემებით მილიარდებს აკეთებენ. ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდი თაღლითური სქემა. სოროსმა ყველაზე კარგად ისწავლა ეს სისტემა და არასამთავრობო ორგანიზაციები ფულის დაზგად აქცია. ლამაზ სახელებს დაარქმევენ და სინამდვილეში გიგანტური ფულის საჭრელი დაზგაა. ის რეჟიმის შეცვლის მანქანაა. ჩვენ აუდიტს ჩავატარებთ", - განაცხადა მასკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×