რეზონანსი
01.03.2025

„გუ­შინ რაც მოხ­და თეთრ სახ­ლში და შემ­დგომ აშშ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს", - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე დე­ბა­ტებ­მა უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა და­ნერ­გა ხალ­ხში.

„დიდი მარ­ხვა და და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა დიდი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც გა­მო­იწ­ვია. გუ­შინ რაც მოხ­და თეთრ სახ­ლში და შემ­დგომ აშშ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

ისე­თი რე­ა­ლო­ბა დად­გა, რო­მელ­საც ნა­წი­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, არ გა­უთ­ვლი­ათ ასეთ შე­დეგ­ზე. მე­ო­რე ნა­წილს კი ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, სხვის იმედ­ზე ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ომის წარ­მო­ე­ბა, დიდ რის­კებ­თან რომ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.დიდი პო­ლი­ტი­კა, ღრმა გათ­ვლებს, სპე­ცი­ფი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და უნა­რებს მო­ი­თხოვს.

სამ­წუ­ხა­როდ, სხვა­თა შო­რის, ამ თე­მა­ზე დე­ბა­ტებ­მა დიდი უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა და­ნერ­გა ზო­გა­დად ხალ­ხში, მათ შო­რის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­თა შო­რი­საც. ვფიქ­რობ ბევრ შე­კი­თხვა­ზე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აშ­ფო­თებ­და, პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლია და არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვის­მა პროგ­ნოზ­მაც არ გა­ა­მარ­თლა, აღი­ა­როს და ამით ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გას ურ­თი­ერთ პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ. დიდი მარ­ხვა მო­ახ­ლოვ­და და მად­ლო­ბა შევ­წი­როთ უფალს, ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის­თვის და შევ­თხო­ვოთ მად­ლი, რომ ჩვენს სულ­შიც და­იმ­კვიდ­როს სიმ­შვი­დემ" - წერს ჯაღ­მა­ი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×