რეზონანსი
01.03.2025

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში.

როგორც თვითმხილველი აცხადებს, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა.

სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენობის სახურავებიდან დნობის შედეგად ძირს ვარდება. სახიფათო ადგილები კი არ არის შემოსაზღვრული ლენტით.

ამიტომ მოქალაქეებმა, რომლებიც შენობების გასწრივ ტროტუარებზე გადაადგილდებიან, უნდა გამოიჩინონ სიფთხილე.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×