რეზონანსი
01.03.2025

პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის" და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას ეხმაურება.

„ნაც.აგენტურა" ისტერიულად არწმუნებდა ხალხს - გლობალური ომის პარტია, „დიფ სთეითი", „ქართულმა ოცნებამ" მოიგონა, რუსული ნარატივიაო.

გუშინდელის შემდეგ ამ "მოგონილი" ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ.

მხილება გრძელდება...

პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის" და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×