რეზონანსი
01.03.2025

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

„ის, რაც ვნახე ოვალურ კაბინეტში, უპატივცემულობა იყო“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

„ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ. თუ როგორ წარმართა ზელენსკიმ შეხვედრა, როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტს, ეს მეტისმეტი იყო. უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლია თუ არა ზელენსკის შეერთებულ შტატებთან გარიგების დადება მას შემდეგ რაც დღეს ვნახე? არ ვიცი“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×