
ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა ყველაზე უარესი სცენარით განვითარდა. შეხვედრის წინ პრეზიდენტებმა მწვავედ იკამათეს. ტრამპი მას უპატივცემულობაში ადანაშაულებდა, ზელენსკი კი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
ბოლო ინფორმაციით ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა პრესკონფერეცია კი გაუქმდა. „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით ტრამპმა ზელენსკის წასვლა მოსთხოვა. ფაქტიურად თეთრი სახლიდან გააძევა.
თეთრმა სახლმა კი თავის გვერძე ამერიკის დროშა გამოაქვეყნა წარწერით: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". ამის პარალელურად დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„დღეს, თეთრ სახლში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ შევიტყვე, რასაც ვერასოდეს გავიგებდი საუბრის გარეშე ცეცხლისა და ზეწოლის პარალელურად.
საუბარი გასაოცრად ემოციური იყო და მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის არ არის მზად. ამერიკის ჩართულობით, მას მოლაპარაკებებში დიდი უპირატესობის მოპოვება უნდა.
მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ სანუკვარ ოვალურ კაბინეტში.
მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა კი მზად იქნება მშვიდობისთვის".
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ" იქცევა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.
ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები" არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ" არ ჩამოსულა.
ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება".
ტრამპმა ზელენსკის ასევე უსაყვედურა, რომ ის უმადურია და „საკმარის მადლიერებას არ გამოხატავს ამერიკის მიმართ".