რეზონანსი
28.02.2025

 უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მხარეებმა ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრეს:

"თქვენ გსურთ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე, შემდეგ მივიდე და შეთანხმებაზე მოველაპარაკო - ეს ასე არ მუშაობს. მე არ ვარ არავის მხარს, მე არ ვარ პუტინის მხარეს, მე ვარ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, მსოფლიოს მხარეს. მინდა ეს პრობლემა მოვაგვარო. პუტინის მიმართ ზელენსკის სიძულვილი არის ძალიან მძლავრი, რაც ართულებს შეთანხმების მიღწევას და მე მესმის ეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მეორე მხარეა შეყვარებული მასზე.

შესაბამისად, მე ვარ მსოფლიოს მხარეს, ასევე ევროპის მხარეს და მე მინდა ამ შეთანხმების მიღწევა. მე შემიძლია ვიყო ძალიან ხისტი, ნებისმიერ ადამიანზე ხისტი, რომელსაც ოდესმე შეხვედრილხართ, მაგრამ ამ შემიხვევაში, ეს მე არ გამომადგება," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×