რეზონანსი
28.02.2025

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მედიკოსები. საკოორდინაციო შტაბიდან მიღებულ დავალებებზე ექიმები, ერთმანეთთან კოორდინაციით, მყისიერად რეაგირებენ და მოქალაქეებს ეხმარებიან.

უწყების ცნობით, სამხედრო მედიკოსები სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად, საჭიროების მქონე მოქალაქეებს ადგილზე უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას და შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა გურიის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×