რეზონანსი
28.02.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის, - წერს პრემიერ-მინისტრი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×