რეზონანსი
28.02.2025

"ნუ გე­ში­ნი­ათ ხალ­ხო, გავ­მაგრდეთ, ეს თოვ­ლი მალე წავა, მალე მოვა გა­ზა­ფხუ­ლი და კარ­გად ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა" - რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, ციცო ბე­ბოს, ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვე­ბი­თა და კარ­გი სიმ­ღე­რის თან­ხლე­ბით, იმე­რე­თის მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში სიმ­ღერ-სიმ­ღე­რით თოვ­ლის სახ­ლის სა­ხუ­რავს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა. 

"ამბები" ციცო ბებოს ესაუბრა:

"ვარ ცი­ცი­ნო კამ­კა­მი­ძე, 85 წლის. ვცხოვ­რობ ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­ში. სი­ღა­რი­ბე­ში, უმა­მოდ გაზ­რდი­ლი ვარ. მა­მა­ჩე­მი 1941 წელს, ომში და­ი­ღუ­პა, დე­დას მე და ჩემი ძმა დავ­რჩით და გაგვზარ­და გა­ჭირ­ვე­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი ძმა საბ­ჭო­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში და­ი­ღუ­პა. მას შემ­დეგ შრო­მა­სა და გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვარ და კი მო­ვე­დი აქამ­დე. მყავს ერთი შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი. საბე ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, ადრე უფრო დიდი იყო, ახლა იმ­დე­ნი აღარ ვართ. კარ­გი მდი­ნა­რე გვაქვს, მთა, ბუ­ნე­ბა და ხალ­ხი კი­დევ სა­უ­ცხოო.

 რა გა­ვა­კე­თე ისე­თი, რა ვიცი, აბა მი­თხა­რით. ზამ­თრის წე­სია თოვ­ლი, ადრე 2 სახ­ლს ვთოვ­ლი­დი ხოლ­მე, ახლა ერ­თიც მი­ჭირს. 

მიჩ­ვე­უ­ლი რომ ვარ შრო­მას, ვერ მო­ვით­მი­ნე. მშვე­ნივ­რად გად­მოვ­თოვ­ლე, მო­მეხ­მარ­ნენ კი­დეც. ზა­ფხუ­ლო­ბით უფრო აქ­ტი­უ­რად ვსაქ­მი­ა­ნობ, ზამ­თარ­ში - ნაკ­ლე­ბად. დი­ლას უთე­ნია ვდგე­ბი, ჯერ ძრო­ხას­თან, ჩემს ლა­მა­ზას­თან ჩავ­დი­ვარ ბო­სელ­ში, რომ მო­ვუ­ა­რო. ქათ­მე­ბიც მყავს. ადრე ბევ­რი ძრო­ხე­ბი მყავ­და, თხე­ბიც, ახლა აღარ შე­მიძ­ლია. ჩვენ სო­ფელ­ში ადრე იცო­და ხოლ­მე დიდ­თოვ­ლო­ბა, მერე მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ აღარ მო­დი­ო­და, ახლა კარ­გი მა­გა­რი თოვ­ლი მო­ვი­და, 2 მეტ­რი, მაგ­რამ გა­ვუმკლავ­დე­ბით, არ შევ­შინ­დე­ბით.

ვიდეოს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მიღებდა. მას ცოტა წონა აქვს და ვერ ამო­დის, მე მჩა­ტე ვარ და იმი­ტო­მაც მო­ვე­ქე­ცი კი­ბის თავ­ში. ამ ვი­დე­ო­თი იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო ჩემი ამ­ბა­ვი. ყვე­ლა მო­მე­ფე­რა. არ ვიცი რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი, გა­ი­ხა­რეთ ხალ­ხო, ჩემ მხნედ მო­ი­ყა­რეთ".

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×