რეზონანსი
28.02.2025

სტიქიის სალიკვიდაციო, ისევე როგორ გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

„ამ ეტაპისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 ხაზი გახსნილია. სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 36 ოჯახი ქირით, თავშესაფარში, ან უსაფრთხო ადგილზე გვყავს გაყვანილი. და რა თქმა უნდა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - აღნიშნა ბათუმის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×