რეზონანსი
28.02.2025

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდართან 2 მწყემსს რამდენიმე დღეა, ეძებენ, დიდთოვლობის გამო მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის გამგეობამ აღნიშნულის შესახებ იცის.

"გრიგოლ ბერაძე და ტარიელ ხეცაძე. ორნი არიან, ჯოგი ჰყავთ მთაში, დადიოდნენ ხოლმე. ახლა მალევე მოთოვა და ვეღარ ჩამოვიდნენ. ერთ კვირაზე მეტია, არაფერი ვიცით. არც ის, როგორ არიან. ბინები კი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ ჰონდა ერთს იმდენი, რომ ამდენ ხანს ჰყოფნოდა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. 2 კილომეტრი გაკვალა 10-მა ადამიანმა 2 დღეში. ვერ კვალავენ, დიდი თოვლია ძალიან. ტელეფონმა რომ დაიჭიროს, სიმაღლეზე უნდა ავიდნენ და თოვლის გამო ალბათ, ვერ ადიან.

ახლა ტელეფონები დამჯდარი ექნებათ. სოფლის გამგეობამ იცის ეს ყველაფერი. დარეკეს გუშინ, ვერტმფრენი მოითხოვეს, არ არისო. ახლა, როგორც ვიცი, დრონით მოდიან. არ ვიცი, რამდენად მართალია. ძალიან დიდი თოვლია. ტრაქტორი მოვიდა, გაფუჭდა და გზა გაუკვალავია. ხალხი ავად არის, ვირუსები აქვთ და გარეთ ვერ გავდივართ. ხარაგაულის სოფლები თითქმის გაუკვალავია”, – განაცხადა მოქალაქემ.

ინფო იმერეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×