რეზონანსი
28.02.2025

რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, თუ რამდენად არიან იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს უკვე საერთოც არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი.

„რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი უკვე უხერხული და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, თუ რამდენად არიან ისინი იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც საქართველოშია და ასევე იმ ინტერესებს, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ. ამ ადამიანებს უკვე საერთო არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი. ახლა იმ პროცესს ვუყურებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია დგას გაარაფრების გზაზე და ცოტა ხანში მათგან აღარაფერი აღარ დარჩება", - განაცხადა რატი იონატამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×