რეზონანსი
28.02.2025

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გამოაძევებენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მარტის პირველ კვირაში განხორციელდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დეპორტაცია მოითხოვს შეთანხმებას იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც უნდა გაიგზავნონ დაკავებული უცხოელები - „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით".

დონალდ ტუსკის თქმით, „საუბარია ქართულ ბანდებზე, რომლებიც პოლონეთში ძალიან აქტიური არიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×