რეზონანსი
28.02.2025

რამ­დე­ნი­მე დღი­ან­მა დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს იყო მო­წყვე­ტი­ლი. ამ დრომ­დე სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თა და საკ­ვე­ბით ამა­რა­გე­ბენ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მო­ხა­ლი­სე­ე­ბი.

ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და ოზურ­გე­თის მე­რის ძმა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე. სწო­რედ მისი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან აქ­ტი­უ­რად, სა­დაც ჩანს, რომ თა­ლაკ­ვა­ძე სო­ფელ ჯუ­მათ­ში ბუ­რა­ნით ავი­და. ვი­დე­ო "მთის ამ­ბე­ბმა" გაავ­რცე­ლა.

„მე არა­ფე­რი გა­მივ­რცე­ლე­ბია, ვმუ­შა­ობ, რო­გორც სხვე­ბი... ამ­ჟა­მად სო­ფელ ჯუ­მათ­ში ვართ, დიდი თოვ­ლის­გან მო­წყვე­ტილ სოფ­ლებ­ში მიგ­ვაქვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, საკ­ვე­ბი და აგ­ვყავს „ენერ­გო-პრო"-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ელექტრო­ე­ნერ­გია რომ ჩავ­რთოთ. შე­ვის­ვე­ნებთ 10 წუთს და ისევ გავ­დი­ვართ. ბო­დიშს გიხ­დით, მეტს ვე­ღარ გი­პა­სუ­ხებთ", - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ „ambebi.ge"-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×