რეზონანსი
28.02.2025

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა.

„დილიდან 150 ერთეული ტექნიკით სამუშაოები ისევ განახლდა, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეს ტექნიკა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებულები.

ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დარჩენილია 9120 აბონენტი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებისა და ბაღების ნაწილში", - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×