რეზონანსი
28.02.2025

„მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, სტიქიასთან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარების შეფასებისას.

„ამას იყენებს ოპოზიცია, რომ აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომ დაზაფროს საზოგადოება, რომ გაავრცელოთ დეზინფორმაცია. ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ, რა დეზინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა ოპოზიციური ტელევიზიით. მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს. მე მინდა, რომ ძალიან ვცდებოდი ამას როდესაც ვაცხადებ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×