რეზონანსი
28.02.2025

„იუესაიდის“ თანამშრომლები სააგენტოს სათაო ოფისს ტოვებენ. "როიტერის" ინფორმაციით, მათ საკუთარი ნივთების შესაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი მისცეს. ეს არის შედეგი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი წყვეტს სააგენტოს კონტრაქტების 90 პროცენტზე მეტის დახმარებას.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოაქვთ თანამშრომლებს მუყაოს ყუთებით პირადი ნივთები და როგორ აცილებენ მათ აპლოდისმენტებით.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მის მრჩეველს ილონ მასკს დაავალა „იუესაიდის“ დემონტაჟი, როგორც ფედერალური მთავრობის შემცირების უპრეცედენტო ნაბიჯის ნაწილი იმის გამო, რომ თავიდან აერიდებინათ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების უსარგებლო ხარჯვა და სახსრების ბოროტად გამოყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×