რეზონანსი
28.02.2025

112-მა მოსახლეობას ახალი გამაფრთხილებელი შეტყობინება დაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები ქვეყანაში 3 მარტამდე შენარჩუნდება. დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ყინვა და ზვავსაშიშროება.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცა, რომ 28 თებერვლიდან გამოიდარებდა და ნალექი შეწყდებოდა. როგორც ჩანს, ვითარება შეიცვლა და ამინდის გაუმჯობესების დრომ გადაიწია. მოსახლეობას აფრთხილებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძეც: 

„დასავლეთში არსებული დიდთოვლობის ფონზე, ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა, გზებზე ლიპყინული, სახურავებიდან თოვლის ვარდნა..

იყავით ფრთხილად!“ - დაწერა სოციალურ ქსელში მეტეოროლოგმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაც და ღამით დიდი ყინვაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×