რეზონანსი
27.02.2025

მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა. შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, პირი, რომელიც ავტომობილით ხალხში შევარდა ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ის 53 წლის ჯამილ ზაიუდია, რომელიც ისრაელში არალეგალურად ცხოვრობდა.

ისრაელის პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×