რეზონანსი
27.02.2025

უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული გუნდების პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

„დინამო არენაზე“ გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვალს 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო 20 მარტს ერევანში გასამართ შეხვედრაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა ხვალ, 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×