რეზონანსი
27.02.2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ირლანდიას ეწვევა, სადაც პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ირლანდიის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავა.

ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და თავდაცვის საკითხებში, თომას ბირნმა უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში ევროპული საბჭოს როლზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის გარეშე ევროპის შესახებ არაფერი არ უნდა გადაწყდეს.

„ირლანდია, ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს გლობალური მხარდაჭერის ჩამოყალიბებას უკრაინის პირობებით ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას. ჩვენ ვიცით, რომ თუ რაიმე სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ის უნდა ეფუძნებოდეს, სამართლიანობასა და პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა თომას ბირნმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×