რეზონანსი
27.02.2025

რეალობაში არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ხელისუფლება ბოროტი განზრახვით აკეთებს იმას, რომ დიდი თოვლი მოდის, ან ამან სერიოზულად დააზიანოს მოსახლეობა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, შოვის ტრაგედიისა და სხვა შემთხვევებში ადამიანთა გარდაცვალების ფაქტები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხშირად და იყო პოლიტიკური მიზნით გამოყენებული. შედეგად, ბევრი ადამიანი მათ შეცდომაშიც კი შეიყვანეს.

„რეალობაში არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ხელისუფლება ბოროტი განზრახვით აკეთებს იმას, რომ დიდი თოვლი მოდის, ან ამან სერიოზულად დააზიანოს მოსახლეობა. ამის კეთება ამ ნორმით არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, უზნეობის ის პიკი, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ყოველდღიურად იპყრობენ “, - განაცხადა ვოლსკიმ.

სააკაშვილის გარემოცვის წევრი კახა ასკურავა ოზურგეთის მაგისტრალზე მივიდა, თითქოსდა იმის საჩვენებლად, რომ იქ ტექნიკა არ მუშაობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილზე გზა ინტენსიურად იწმინდებოდა.

„არ გვაწყობს, რომ მუშაობს“, - ისმის ასკურავას რეპლიკა ვიდეოში, რომელიც თავადვე გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×