რეზონანსი
27.02.2025

გურიაში, მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით - რეგიონში, დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, გურიაში ელექტროენერგია 10 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

„ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ეს რაოდენობა შემცირებულია დაახლოებით, 10 000-მდე, ანუ ინტენსიურად წარიმართება აღდგენითი სამუშაოები. მთავარია, რომ გაგრძელდეს [სამუშაოები]. 10 000-მდე აბონენტია დღემდე, ვისაც არ აქვს ელექტროენერგია და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა.

სურსათით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა - ეს გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში. მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით, აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე შეფერხების გარეშე რეაგირებენ. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, რომ გაგრძელდეს ინტენსიურად სამუშაოები,“ - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×