რეზონანსი
27.02.2025

სტამბოლში, ამერიკის გენერალური კონსულის რეზიდენციაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეები საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ დიპლომატები და მაღალი დონის ექსპერტები შეხვდებიან და შეისწავლიან სისტემურ პრობლემებს, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის „უკანონო ქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოს საქმიანობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით“ დაგროვდა.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს აშშ-სა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ერ-რიადში შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×