რეზონანსი
27.02.2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა.

„დღეს იმართება ქობულეთში საგანგებო შტაბის შეხვედრა ბატონი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც დეტალურად განხილულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც სტიქიას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. როგორც ქობულეთში ასევე ბათუმში უკვე აღდგა და დაიწყო მოძრაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და შემდეგი საათების განმავლობაში უკვე დარჩენილი ბოლო ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება. ასევე ბათუმში შეუფერხებლად ხდება ყველა კომუნალური სერვისის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ეხება როგორც ელექტრომომარაგებას, ასევე გაზმომარაგებას წყალმომარაგებას. რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად, ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა ცენტრალურ უწყებასთან ერთად, რომ ის გამოწვევები, რაც სტიქიას უკავშირდება იყოს მინიმიზირებული“, - განაცხადა რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×