
მინდა აღვნიშნო, გუშინ, სხვადასხვა ოპოზიციონერის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, როდესაც შეტყობინებას ავრცელებს და ზემოქმედებს ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომ თითქოს მოყოლილი არიან ადამიანები და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. აღმოჩნდა, რომ სიცრუეა. შემდგომ ისევ ვხედავთ ამ ყველაფრის გაგრძელებას, როდესაც საღამოს ხდება იგივე ინფორმაციის გავრცელება, რომ ჩამოინგრა სახლი, მოყოლილი არიან ადამიანები, სანამ თვითონ ამ ოჯახმა არ დაადასტურა, რომ ეს იყო სიცრუე. სამწუხაროა, რომ გვიწევს ამ რეალობაში ყოფნა, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის დეზინფორმაციულ კამპანიაზე.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში ხდება მსგავსი თემებით მანიპულაცია. ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, კვლავ გრძელდება მუშაობა იმ ოჯახების დასახმარებლად ვისაც მედიკამენტები ან საკვები სჭირდება.
„დღეს აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რომ ყველა იმ ოჯახს, რომელიც საჭიროებს საკვებს ან პირველადი დახმარების მედიკამენტებს მიეწოდოთ მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ჯგუფების მიერ კომუნიკაცია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან, რომ მოხდეს მათი გადაყვანა იმ დაწესებულებაში, რომელიც სჭირდებათ. დღეის მდგომარეობით 3200 -მდე ბენეფიციარს არ მიეწოდება ელექტროენერგია თუმცა ყოველდღიურად ხდება შემცირება ამ მონაცემების“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.