რეზონანსი
27.02.2025

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, უახლოეს დღეებში სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან. დღეს დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა- სამეგრელოს ტერიტორიაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში+2+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×