რეზონანსი
26.02.2025

სრულყოფილი ანგარიში მომაწოდეს. გურიაში ისევ რჩება რთული მდგომარეობა. დეტალურად არის გაწერილი ხვალინდელი გეგმა, - განაცხადა ოზურგეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკოორდინაციო შტაბში სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად რჩება ელექტროგადამცემ ხაზებამდე მისვლა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში.

კონკრეტული უწყებები, სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ სწრაფად მოხდეს აღდგენა. ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია დამყარებული.

თავისთავად სირთულეებია. სტიქიამ და უხვმა ნალექმა ეს სირთულეები შეგვიქმნა თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×