რეზონანსი
26.02.2025

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართულნი, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც იგი აღნიშნავს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვიმყოფები გურიაში, სადაც ადგილზე გავეცანი არსებულ ვითარებას.

საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დეტალური ანგარიში მოვისმინე განხორციელებულ სამუშაოებზე და შტაბის წევრებისგან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მივიღე ინფორმაცია.

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აქტიურად არიან ჩართულნი, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ლოკაციაზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები.

მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს ამ რთულ ვითარებაში გაწეული სამუშაოსთვის.

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს“, - წერს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×